ჩემი მეგობარი - My Friend

ჩემს მეგობარს გვერდით ოთახში სძინავს. დაღლილია და ხშირად არ უნდა გაგრძელდეს დღე.

ჩემი მეგობარი მაღალია, ჩემი ხელები სწვდებიან მის მხრებს თუმცა იშვითად ეხებიან მათ.

ჩემი მეგობარი ხანდახან იღიმის და მე ვიცი როდის იღიმის მართლა.

ჩემი მეგობარი ნერვებს აწყდება ხშირად, დადის და ვერ ამბობს რომ სული უდუღს და ვდგავარ მე, ვუყურებ ხელებჩამოყრილი და მხოლოდ მის სულს ვხედავ მისსავე თვალებში და დგანან სხვებიც და იცინიან, მათ სულ არ იციან რა ფერისაა ჩემი მეგობრის თვალები.

ჩვენი 8 თვის შვილი - მეგობრობა - ხშირად ითხოვს ყავას, ჩაის. ჩვენ ვსხედვართ და ჭიქა ჭიქას მისდევს, დუმილია ხშირად ჩვენი მეკვლე, ამ დუმილშიც უსაშველოდ არის ბევრი სიტყვა და ფინჯანშიც ჩაეტია ჩვენი გზების სიგრძე.

 

Story Location: 
Geolocation