ნაგვის გზა - 360°

ნახეთ რა გზას გადის საყოფაცხოვრებო ნარჩენი თქვენი სანაგვე ურნიდან ნაგავსაყრელამდე. ყოველ დილით, ექვსიდან 9-ის ნახევრამდე თბილისის დასუფთავების სამსახურის 1500 თანამშრომელი ქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავებას იწყებს. 150 მანქანის დახმარებით 19 0000-მდე სხვადასხვა ზომის ურნა იცლება, ეს დღეში დაახლოებით 1000 ტონამდე ნაგავია, რომელიც გადამტვირთ სადგურზე უფრო დიდ მანქანებში გროვდება, შემდეგ კი, ნორიოს, იგივე ლილოს ნაგავსაყრელ პოლიგონზე მიდის და შესაბამისი ტექნოლოოგიით მიწით იფარება.