ნარჩენების მართვა - საქართველოს გამოწვევა

საყოფაცხოვრებო ნარჩენის მართვა საქართველოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში აცხადებენ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის შესახებ პოლიტიკის დოკუმენტები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პრინციპებს სრულად შეესაბამება - საქართველოს აქვს 2014 წელს მიღებული ნარჩენების მართვის კოდექსი, და 2015 წელს მიღებული ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ახლა მთავარია ქაღალდზე დაწერილი პრინციპები რეალობაშიც განხორციელდეს და ნარჩენების იერარქიის ციკლი: შეამცირე, გამოიყენე ხელმეორედ, გადაამუშავე და მხოლოდ შემდეგ წაიღე ნაგავსაყრელზე - სისრულეში მოვიდეს.

Story Location: 
Geolocation