Garbage in Tbilisi

თბილისის გარეუბანში, ლილოში მოწყობილია ქალაქის ძირითადი ნაგავსაყრელი. ნაგავსაყრელი, ქალაქიდან, რამდენიმე წუთის სავალზე მდევარეობს, რაც, თავის მხრივ, მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის, როგორც მინიმუმ არასასიამოვნოა, და როგორც მაქსიმუმ სახიფათო. იმის მიუხედავად, რომ არის მცდელობები, ამ ნაგვის დამიწებისა და რაღაცა დოზით დამუშავებისა, რა თქმა უნდა ძლიერი ქარისა და სხვა ბუნებრივი პროცესების ფონზე, ტერიტორიის გარშემო პერიმეტრი, ნაგვის ხეებითაა სავსე. როგორც იქ მომუშავე პირებმა აღნიშნეს, უკვე არსებობს ნება, და მიდის მოლაპარაკებები, რომ ამ ნაგვის დამახარისხებელი მექანიზმები დაინერგოს, რაც თავის მხრივ ძალიან დიდ სიკეთეებს მოუტანს გარემოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაც არ უნდა იდეალური ნაგავსაყრელი და ნაგავგადამამუშავებელი ქარხნები გვქონდეს, თუ ადამიანთა თვითშეგნება არ შეიცვალა, არ განვითარდა, მარტო რაღაცა კონკრეტული ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს კეთილი ნება, საერთო სურათს ვერ შეცვლის და ისევ იმ ნაგავში ვიცხოვრებთ, რომელსაც ჩვენვე ვქმნით.

Story Location: 
Geolocation