მეამბოხეს ჩანაწერები..

მე მაპატიეთ,თუ არ/ვერ ვეთანხმები საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს. მიწოდეთ ამის გამო განსხვავებული. 
თუ არ/ვერ ვაკმაყოფილებ "ნორმალურობის სტანდარტებს".
მიწოდეთ ამის გამო გიჟი...
მაგრამ თქვენ მაინც ვერ წაშლით ჩემში მთავარს: ღმერთის კვალს.

მე მაპატიეთ, თუ ხანდახან ჩემი ნალაპარაკევი სხვა პლანეტეზე მოსახლე არსების ნათქვამს გავს. მომანიჭეთ უცხოპლანეტელის წოდება. თუ ჩემი ემოციურობა ხელს გიშლით რუტინულობის სრულყოფაში. თვალი ამარიდეთ ამის გამო ხალხმრავალ ადგილში. 
მაგრამ თქვენ მაინც ვერ წამართმევთ მთავარს: სამყაროს განსხვავებულ ხედვას.

მე მაპატიეთ, თუ ზედმეტად მინდა მიყვარდეს და ვუყვარდე. მაგრძნობინეთ რომ ჩემი არსებობა შეცდომაა. თუ საკუთარი თავის ძიებაში ის მრავალჯერ დავკარგე და შედეგად მარტოს მომიწია მისი ხელახლა აღმოჩენა. შეუწყეთ ხელი სამყაროს იმაში,რომ საკუთარ თავთან ანტაგონიზმში ვიყო! 
მაგრამ თქვენ მაინც ვერ წამართმევთ ნამდვილს: სიყვარულის უნარს.

მე მაპატიეთ, თუ არაადეკვატური ვარ და ამით სიამოვნებას ვიღებ. მომანჭეთ მე გაორებული ადამიანის წოდება.
თუ ამ პლანეტაზე არსებულ პიროვნებათა შორის ჩემი სული ვერ ეგუება სინაცრისფრეს და ცდილობს მზეს შეეხოს. გადამიწურეთ ყველა იმედი, რომ მე მზეს მაინც მივწვდები! მაგრამ თქვენ ამით მაინც ვერ მოკლავთ ჩემში მთავარს: სევდის უნარს.

მე მაპატიეთ თუ ჩემი რთული ხასიათით, თქვენს გვერდით განვიხილავ ზოგადსაკაცობრიო საკითხებს. თუ ვერ/არ ვერგები ადამიანების მიერ დაწესებულ ჩარჩოებს. თუ ჩემში არის რაღაც,რაც მაიძულებს ეს ვწერო.
უწოდეთ ამას სიძულვილი, უწოდეთ ამას ამბოხი. თქვენ ვერასდროს გაიგებთ ჩემს სინამდვილეს, ჩემს სამყაროს. მაგრამ თუ გესმით ჩემი სიტყვები, იგრძნობთ ჩემს ტკივილაც.