მეამბოხეს ჩანაწერები 1.

"ცვალებადი ხასიათი აქვს."
"ცოტა მეგობარი ჰყავს."
"სახლში გვიან ბრუნდება."

ჩვენ 18 წლისანი ვართ და გვინდა სამყაროს თავები სიყვარულისთვის დახოცილ წმინდანებად დავამახოვროთ.
18 წლისანი ვართ და შეგვიძლია ლექსში ჩავატიოთ ჩვენი ტკივილი, შეგვიძლია გავუყვეთ ბილიკებს მხოლოდ ჩვენ რომ აღმოვაჩინეთ, შეგვიძლია ვიფიქროთ ღმერთზე, მაგრამ უარი ვთქვათ მის გაცნობაზე. შეგვიძლია ვეძებოთ შთაგონება ყველგან, გარეთ, მაგრამ შევქმნათ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან დიალოგს ვამყარებთ. შეგვიძლია ვიპოვოთ ადგილი, რომელიც გვახსენებს ბავშვობას, მერე კი დავივიწყოთ, რადგან უკვე გავიზარდეთ.18 წლის ვარ და შემიძლია შევაგროვო ნივთები, რადგან ადამიანები მომბეზრდა. ან მოგონებები, რათა თავი მარტოსულად არ ვიგრძნო.

18 წლის ვარ და მინდა დავინახო შორი, მიუწვდომელი ნაპირები, ჩავხედო თვალებში ყველაზე მსუბუქ ცას.
18 წლის ვარ და შემიძლია ღამე ვიხეტიალო, ჩემი ფიქრები მთვარმდე ავიტანო.შემიძლია შევებრძოლო სხვებს,მითებს რათა საკუთარი თავი არ დავკარგო.
ჩვენ 18 წლისანი ვართ და გვინდა ვიყოთ სამყაროს დაკარგული სულების მპოვნელნი. გვინდა ვუსმინოთ სიჩუმეს და მუსიკას. ბოლოს კი ერთმანეთთან ლაპარაკით მოვიკლათ სიცოცხლის წყურვილი